ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე იასპარეზებენ #1TVSPORT
ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, მოსკოვის ფიცარნაგზე პირველობისთვის ყველაზე პრესტიჟული წონის ძალოსნები იბრძოლებენ.
დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული, არაერთი რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე და საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ირაკლი თურმანიძე დაიცავენ.
დღეისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.
შეჯიბრი 17:00 საათზე დაიწყება. საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.
11 აპრილი – 17:00 სთ. +109 კგ. – ლაშა ტალახაძე.
11 აპრილი – 17:00 სთ. +109 კგ. – ირაკლი თურმანიძე.