ანასტასია გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატი ატაცში ოქროს მედლით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ანასტასია გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატი ატაცში ოქროს მედლით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ქალთა შორის 87 კგ წონაში ანასტასია გოტფრიდმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა, მან იმდენად კარგად იასპარეზა პირველ მოძრაობაში, რომ გაჩნდა სამი ოქროს მოპოვების შანსი (ატაცში, აკვრასა და ორჭიდში).

თუმცა ანასტასიამ აკვრაში პირველი წარმატებული ცდის (128 კგ) შემდეგ 132 კგ ორჯერ ვერ დაძლია და ორჭიდში ოქროსთვის ბრძოლა ვეღარ შეძლო.

გაცილებით უკეთ იასპარეზეს აკვრაში მისმა კონკურენტებმა და გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ ერთი მედლით – ატაცში მოპოვებული ოქროთი დაასრულა.

ორჭიდში ევროპის ჩემპიონი რუსეთის სახელით მოასპარეზე დარია ახმეროვა გახდა.