ძალოსანმა ზაზა ლომთაძემ მილანში ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ძალოსანმა ზაზა ლომთაძემ მილანში ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა ზაზა ლომთაძემ მილანში მიმდინარე 17 წლამდელთა ევრო პირველობაზე ატაცში სამივე ცდა (131, 136, 138) წარმატებით გამოიყენა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც (158, 164, 173) შესანიშნავად იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ორჭიდის ჯამის ქულებით (311 კგ.) კი ზაზა ლომთაძე 17 წლამდელთა კონტინენტის პირველობის მესამე პრიზიორი გახდა.