ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კგ წონით კატეგორიაში მარიამ მურღვლიანმა იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 95, 99 და 102 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. აკვრაში მარიამმა ჯერ – 116 და 121, ბოლოს კი 127 კგ დააფიქსირა და ამ მოძრაობაშიც მეორე ადგილზე გავიდა.

ორჭიდის ჯამში მარიამის შედეგი 229 კგ იყო, რითიც მან მესამე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მურღვლიანმა საქართველოს რეკორდი ატაცში – 22, აკვრაში – 27, ხოლო ორჭიდის ჯამში 49 კგ-ით გააუმჯობესა.