ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა
ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა

2018 წლის პირველი მედლები საქართველოს ძალოსნობას გოგა ჩხეიძემ მოუტანა. ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე ძალოსანთა საერთაშორისო ტურნირზე გოგა ჩხეიძემ (69 კგ.) ატაცში 130, ხოლო აკვრაში 170 კგ. დაძლია, რაც ტურნირზე საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა და ჩხეიძემ ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები დაისაკუთრა.

აღნიშნულ შეჯიბრზე საკუთარ ძალებს გიორგი ჩხეიძეც (+105 კგ.) მოსინჯავს. ძალოსანი ირანულ ფიცარნაგზე 10 მარტს გამოვა.

ქართველი ძალოსნებს ირანში მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა ხელმძღვანელობს.