ბუქარესტში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლომია თებიძემ ატაცში 145 კგ. დააფიქსირა და მეშვიდე ადგილზე გავიდა. აკვრაში კი ის 183 კგ-ით მეხუთე იყო.
ქართველმა ძალოსანმა ლომია თებიძემ ორჭიდის ჯამში ასპარეზი ასევე მეხუთე ადგილზე დაასრულა.