ლომია თებიძე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე „ბ“ ჯგუფის ლიდერია

08:51, 04.06.2019

ფიჯიზე მიმდინარე ძალოსანთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიის „ბ“ ჯგუფში ლომია თებიძემ ატაცში პირველ მისვლაზე 136, მეორეზე კი 140 კილოგრამი დაძლია და პირველ ადგილზე გავიდა.

იგი ასევე პირველი იყო აკვრაშიც, სადაც 165 და 172 კგ. დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 312 კგ-ით ჯგუფის ლიდერი გახდა.

მსგავსი