ალბანეთში გამართულ ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმეწონოსანმა ირაკლი ვეკუამ ატაცში 135, 139 და 141 კგ დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
აკვრაში ვეკუამ 171, 175 და 179 კგ დააფიქსირა და ოქროს მედალს დაეუფლა.
მძიმეწონოსანი ირაკლი ვეკუა ორჭიდის ჯამში 320 კგ-ით მსოფლიო ჩემპიონი გახდა.