ძალოსანი ირაკლი გობეჯიშვილი ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ძალოსანი ირაკლი გობეჯიშვილი ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

ტირანაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 96 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა ირაკლი გობეჯიშვილმა ატაცში ჯერ 157, შემდეგ კი 162 კგ. დაძლია და მე-5 ადგილზე გავიდა.

გობეჯიშვილმა აკვრაში 186 კგ. დააფიქსირა (მე-11 ადგილზი). ორჭიდის ჯამში კი, 348 კგ-ით ქართველმა ძალოსანმა შეჯიბრება მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი გობეჯიშვილმა საქართველოს ეროვნული გუნდის წევრის სტატუსით პირველად იასპარეზა.

4 ივნისი 16:00 სთ (102 კგ.) – ირაკლი ჩხეიძე.

4 ივნისი 19:00 სთ (109 კგ.) – გიორგი ჩხეიძე.

4 ივნისი 22:00 სთ. (87 კგ,) – ანასტასია გოტფრიდი.

პირველი არხი რეპორტაჟებს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.