საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრი შოთა მიშველიძე ბელარუსში მიმდინარე 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირის ჩემპიონია. მან სამივე დისციპლინაში ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
მიშველიძემ ატაცში 123, აკვრაში კი 143 კგ. დაძლია და ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 266 კგ-ით ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
შოთა მიშველიძემ ამ წარმატების სანაცვლოდ საკუთარ მონაგარს ოლიმპიური სალიცენზიო ქულები შესძინა.