„ძალიან დიდი მადლობა პირველ არხს, რომელიც უშურველად ემსახურება მრევლს“

იღუმენმა, მამა მიქაელ ბრეგვაძემ და საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომლებიც პირველი არხის პირდაპირ ეთერში ტრანსლაციისას კომენტარებს აკეთებდნენ, არხის შემოქმედებით ჯგუფსა და ხელმძღვანელობას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს.

​„მადლობა უნდა მოვახსენო პირველი არხის შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც საზეიმო წირვას შეუფერხებლად გადმოსცემს, ჩვენთან ერთად ფხიზლობენ და ცდილობენ, რომ დღევანდელი საზეიმო წირვა იყოს განსაკუთრებული, ხალხისათვის მისაწვდომი და კარგად წარმოჩენილი. მადლობა, ვინც ამ საზეიმო წირვის მაღალ დონეზე ჩატარებაში არის აქტიურად ჩართული.

მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე, მისი ღვაწლი, დიახაც, რომ იმსახურებს განსაკუთრებულ  ყურადღებას, მაგრამ ზოგჯერ ამას ყველა არ აკეთებს. მადლობა პირველ არხს, მის ხელმძღვანელობას, ძველსაც, რომელმაც პირველად გაუშვა პატრიარქის მილოცვა“, – აღნიშნა სერგო ვარდოსანიძემ.

იღუმენმა მიქაელ ბრეგვაძემ განაცხადა, რომ პირველი არხი წლებია, მრევლს უშურველად ემსახურება.

„ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებთ პირველი არხის თანამშრომლებს, რომლებიც, მერამდენე წელია, უშურველად ემსახურებიან ქართველ მრევლს და ყველას, ვისაც ტაძარში არ შეუძლია მოსვლა, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ დიდ დღესასწაულში“, – აღნიშნა იღუმენმა მიქაელ ბრეგვაძემ.