ძალადობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხის გამო, საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზსა და ლიონში 22 ოქტომბერს დაგეგმილი აქციები აკრძალა

21:50, 21.10.2026

ძალადობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხის გამო, საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზსა და ლიონში 22 ოქტომბერს დაგეგმილი აქციები აკრძალა.

ფრანგული მედიის ცნობით, პოლიცია მიიჩნევს, რომ ორგანიზატორები ძალადობისა და ვანდალიზმის თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ.

ლიონში აქცია სტუდენტურმა პროფკავშირმა და მემარცხენე რადიკალურმა ანტიკაპიტალისტურმა პარტიამ დაგეგმეს.

რეგიონის პრეფექტმა, ეტიენ გიომმა განცხადებაში აღნიშნა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, აქციის აკრძალვის გადაწყვეტილება ძალადობის თავიდან აცილებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღო.

პარალელურად, პარიზში კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი. პოლიციის ცნობით, ეს უკვე მესამე ღამეა, რაც პარიზში მსგავსი შეზღუდვა მოქმედებს. გარდა ამისა, 20:00 საათიდან მომდევნო დღის 06:00 საათამდე აკრძალულია შეკრებები ელისეს სასახლის, ეროვნული ასამბლეის, სენატისა და შანზ-ელიზეს გამზირის მიმდებარე ტერიტორიებზე.

მსგავსი