„ძალა ერთობაშიას“ წევრმა სამმა კვალიფიციურმა სუბიექტმა გრიგოლ ვაშაძის პარალელურად საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატიც წარადგინა
„ძალა ერთობაშიას“ წევრმა სამმა კვალიფიციურმა სუბიექტმა გრიგოლ ვაშაძის პარალელურად საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატიც წარადგინა

გაერთიანებულ ოპოზიციაში – „ძალა ერთობაშია“ შემავალი ხუთი კვალიფიციური სუბიექტიდან სამმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი წარუდგინა.

„ახალი საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზვიად ბაღდავაძეა, პარტია „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი – ზვიად იაშვილი, ხოლო „ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის“ – ზვიად მეხატიშვილი.

გრიგოლ ვაშაძის შტაბში განმარტავენ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი კვალიფიციური სუბიექტებს საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატები ტექნიკურად ეყოლებათ, რაც მათი საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია და
საშუალებას მისცემთ, მეტი წარმომადგენელი ყავთ საარჩევნო უბნებზე, ისარგებლონ მეტი სარეკლამო დროით და სხვა საკითხებით.