„ძალა ერთობაშიას“ ბათუმის საარჩევნო შტაბში პრესკონფერენცია გაიმართა
„ძალა ერთობაშიას“ ბათუმის საარჩევნო შტაბში პრესკონფერენცია გაიმართა

შეიძლება, ცალკეულ უბნებზე არსებული სიტუაცია დაძაბულობაში გადაიზარდოს, – ეს განცხადება „ძალა ერთობაშიას“ ბათუმის საარჩევნო შტაბში მირდატ ქამადაძემ გააკეთა.

მისივე განცხადებით, მათ ხელთ ჩაუვარდათ სიები, რომლებშიც ცალკეულ ამომრჩევლებზე მისაცემი თანხებია გაწერილი.

ამასთან, ქამადაძის განცხადებით, უბნებთან მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ აქტივისტები და უბნის ტერიტორიებზეც მიმდინარეობს აგიტაცია.

„ხელისუფლება პროცესის ტოტალურ კონტროლს ცდილობს, მიმდინარეობს ზეწოლა, თანხის დარიგება. არ არის გამორიცხული ასეთ უბნებზე ჩვენი მხარდამჭერებიც მივიდნენ და სიტუაცია დაძაბულობაში გადაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ცალკეულ შემთხვევებზე უკვე მივმართეთ სამართალდამცველებს“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.