გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას მოითხოვს.
როგორც გრიგოლ ვაშაძემ თბილისში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, „ძალა ერთობაშია“ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რათა მარიხუანასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს.
„ეს „მავნებლური ინიციატივა“, რომელიც პროექტის სახით შეტანილია პარლამენტში, უნდა იყოს დაუყოვნებლივ გამოწვეული და არასოდეს ამის განხილვა არ უნდა შედგეს. ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება და არც ერთ მავნებელს თავში არ მოუვიდეს იდეა, რომ საქართველოში ნარკომცენარეები გამოაცხადოს სასოფლო-სამეურნეო კულტურად. არავის მივცემთ საშუალებას, მოსპოს ჩვენი ახალგაზრდა თაობა და ჩვენი ერის მომავალი დააყენოს საფრთხის წინაშე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.