ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში პატრონიან ძაღლებს სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ უტარდებათ

13:59, 23.07.2026

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის, იდენტიფიკაციის (ჩიპირება) და ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ღონისძიებებს ტენდერით გამოვლენილი კერძო ვეტერინარული დაწესებულებები ახორციელებენ.

„აღსანიშნავია, რომ ვეტერინარული მანიპულაციები ტარდება როგორც სტაციონარულ, ასევე მობილურ კლინიკებსა და საველე პირობებში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მუდმივად აკვირდებიან პროცესს, რათა პროცედურები სტანდარტების სრული დაცვითა და სტერილურ პირობებში ჩატარდეს“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეგიონებში ღონისძიებების მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ პროცესი ყველა რეგიონს მოიცავს და ეფექტიანად მიმდინარეობს.

„აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრევენციას, ცხოველთა დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას“, – აღნიშნა ალექსანდრე ზურაბიშვილმა.

სეს-ში აღნიშნავენ, რომ პროგრამის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების ჩატარების განრიგი წინასწარ ქვეყნდება ფეისბუქპლატფორმაზე. ასევე, ცხოველების მეპატრონეებს და დაინტერესებულმა პირებს შეუძლიათ, მიმართონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებს.

მსგავსი