დვალი ტრავმირებულია, პაპუნაშვილმა არგამოძახება ითხოვა, ნავალოვსკი დაბრუნდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში პირველი იძულებითი ცვლილებაა. ირლანდიასთან და გიბრალტართან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ლაშა დვალი ვერ მოემზადება.
გუნდი მზადებას 7 ოქტომბერს დაიწყებს. ვლადიმირ ვაისის მიერ დასახელებულ 24 კაციან შემადგენლობაში უნგრული „ფერენცვაროშის“ ქართველი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ლაშა დვალი ტრავმირებულია და ნაკრებს გამოაკლდა. მის ნაცვლად შეკრებაზე ბათუმის „დინამოს“ წევრი, გამოცდილი გიორგი ნავალოვსკი გამოცხადდება, რომელმაც „ჯვაროსნების“ ფორმით 2008 წლიდან თამაშობს. თუმცა, ბოლო დროს ნაკრებში იშვიათად იწვევენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არც გიორგი პაპუნაშვილი იქნება. ესპანური მედიის ცნობით, „სარაგოსას“ ქართველმა ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს თავად თხოვა, ოქტომბრის მატჩებისთვის ნაკრებში არ გამოეძახებინა, რადგან მიიჩნევს, რომ ოპტიმალურ ფორმაში არაა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ირლანდიას ჯგუფის ლიდერ ირლანდიას 12 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს, ხოლო სამ დღეში გიბრალტარს ესტუმრება.