დუშეთში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა
დუშეთში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა

დუშეთის რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა.

ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში 22 შეტყობინება შევიდა.

ამ წუთებში წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

​ამ დროისთვის წვიმს საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და თბილისში, თუმცა ძლიერი წვიმის გამო გამოძახებები არ დაფიქსირებულა“,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.