დუშეთისა და დაბა ჟინვალის მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება

13:37, 03.04.2019

ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონის ვარდნისა და მდინარე არაგვის ამღვრევის გამო, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სინჯების ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე, რისკების თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნული წყალსაცავიდან წყალმომარაგება შეზღუდა.

„გამომდინარე აქედან, დუშეთისა და დაბა ჟინვალის მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. პარალელურად, კომპანია ატარებს დამატებით ღონისძიებებს, რათა უახლოეს პერიოდში წყლის მიწოდება გაუმჯობესდეს. დღეიდან, კომპანია პრობლემურ ადგილებში მოსახლეობას წყალს წყალმზიდის საშუალებითაც მიაწვდის.

ყოველწლიურად, გაზაფხულის სეზონის დადგომისთანავე, ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონე ეცემა, რის გამოც, სათავე ნაგებობაზე წყლის მარაგი მცირდება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვითარების გაუმჯობესებამდე, წყალმომარაგების შეზღუდული გრაფიკი წესდება“, – აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

მსგავსი