დურანტი ფინალური სერიის MVP გახდა

09:01, 09.06.2018

„გოლდენ სტეიტის“ ფორვარდი კევინ დურანტი ფინალური სერიის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა. 29 წლის ამერიკელმა „კლივლენდთან“ სერიის მეოთხე მატჩში სამმაგი დუბლი გაიფორმა – 20 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი დააგროვა.

დურანტი ზედიზედ მეორედ გახდა ფინალური სერიის MVP.

„გოლდენ სტეიტმა“ 4:0 დაამარცხა „კლივლენდი“ და ზედიზედ მეორედ გახდა NBA-ის ჩემპიონი.

მსგავსი