დუნია მიატოვიჩი - ძალადობაზე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისთვის საქართველოს სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ მოვუწოდებ
დუნია მიატოვიჩი - ძალადობაზე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისთვის საქართველოს სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ მოვუწოდებ

ძალადობაზე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისთვის საქართველოს სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ მოვუწოდებ, – ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თბილისში, გასული ღამის მოვლენებთან დაკავშირებით დაწერა.

„შეშფოთებული ვარ გასულ ღამეს თბილისში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირებით. ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. ძალადობაზე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისთვის საქართველოს სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოვუწოდებ.

საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფისთვის პოლიციის ოპერაციები ადამიანის უფლებების დაცვით უნდა ჩატარდეს“, – წერს ევროსაბჭოს კომისარი სოციალურ ქსელში.