დუისში უხუცესთა საბჭოს და საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებას გამართავენ
დუისში უხუცესთა საბჭოს და საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებას გამართავენ

პანკისი ხეობის სოფელ დუისში, საზოგადოების წარმომადგენლებისა და უხუცესთა საბჭოს შეკრება რამდენიმე წუთში დაიწყება.

როგორც პირველ არხს უხუცეს ქალთა საბჭოს თავმჯდომარემ გულიკო ხანგოშვილმა განუცხადა, ხეობის მოსახლეობა შეძრწუნებულია ხეობაში სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტით.

შეხვედრის მონაწილეები გეგმავენ,  ხელისუფლებას სპეცოპერაციის დეტალების გამოძიების მოთხოვნით მიმართონ.