დუისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
დუისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

დუისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ისინი იმ ოთახში იმყოფებიან, სადაც თემირლენი დაიჭრა.

ოჯახის ახლობლების განცხადებით, კრიმინალისტები გამოძიებისთვის საჭირო დეტალებს აკვირდებიან და საძინებელში სპეცოპერაციის შედეგად დატოვებულ სისხლის ნიმუშებს იღებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა. ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლენ მაჩალიკაშვილი დაჭრილია და საავადმყოფოშია მოთავსებული. მას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.