დუისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები მუშაობენ

17:17, 03.01.2018

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ.

გამომძიებლები და ექსპერტები შემთხვევის ადგილს კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ და ოჯახის წევრებს ადგილზე გამოკითხავენ.

მაჩალიკაშვილის ოჯახი ხელისუფლებას დეტალების გამოძიებას სპეცოპერაციის მეორე დღიდან ითხოვდა.

მსგავსი