დუისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სუს-ის ინფორმაციას არ ეთანხმება
დუისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სუს-ის ინფორმაციას არ ეთანხმება

სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მის მიერ ხელყუმბარის გამოყენების მცდელობას კატეგორიულად გამორიცხავს. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სახლში იარაღი არასდროს ქონიათ.

ამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილის მისი შვილის აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან ურთიერთობასაც გამორიცხავს.

„საბუთები უკვე შეგროვებული გვქონდა, თემირლანს დაცვის პოლიციაში უნდა დაეწყო მუშაობა. მას წინააღმდეგობა არასოდეს ჰქონია სამართალდამცავებთან“, – განუცხადა პირველ არხს მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, შვილის უდანაშაულობის დამტკიცებას და დაჭრის ფაქტის გარკვევას კანონის ფარგლებში, სასამართლოს გზით შეეცდება.

თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან  მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში თემირლან მაჩალიკაშვილს ნეიროქირურგიული ოპერაცია ერთი საათია მიმდინარეობს.