დუდუ დადიანის მემორიალი რუსთავში 20 სექტემბერს გაიმართება #1TVSPORT
2026-2027 წლების საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით გაიხსნება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი სტარტს 20 სექტემბერს რუსთავის სპორტის სასახლეში აიღებს. დუდუ დადიანის მემორიალის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას რეკორდულად მცირე – 4 გუნდი მიიღებს: „რუსთავი“, კსუ, „თელავი“ და „ახალციხე“.
გათამაშების ფორმატი მარტივია. წილისყრის შედეგად გუნდები ნახევარფინალებში დაწყვილდნენ: თსუ vs კსუ და ახალციხე vs თელავი.
ნახევარფინალი
20 სექტემბერი
ახალციხე vs თელავი 13:00
რუსთავი vs კსუ 16:30
ფინალს რუსთავის სპორტის სასახლე 22 სექტემბერს, 19:00 საათზე უმასპინძლებს. პირველად ტურნირის ისტორიაში, გაიმართება მატჩი მე-3 ადგილისთვის, რომელიც ფინალამდე, 16:30 საათზე ჩატარდება.
დუდუ დადიანის მემორიალის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულია ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი, რომელიც გასული სეზონიდან „თელავის“ სახელით ასპარეზობს.