დუდა სანაძემ მძიმე ტრავმა მიიღო
დუდა სანაძემ მძიმე ტრავმა მიიღო

დუდა სანაძემ, იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის გასულ ტურში, „რეჯინას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო. დაზიანების სიმძიმის შესახებ კი, გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი.

სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, დუდას ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და იგი მოედანს, მინიმუმ 6 თვე ვერ დაუბრუნდება. ამის შესახებ „ფლექს პისტოიას“ ოფიციალური ვებ გვერდი იტყობინება.

აქედან გამომდინარე, სანაძე ეროვნულ ნაკრებს მოახლოვებულ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდი, 24 და 27 ნოემბერს გერმანიას და სერბეთს, სტუმრად დაუპირისპირდება