საქართველოს ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე, იტალიური კლუბის „ფლექს პისტოიას“ წევრი აღარ არის.
იტალიური მედიის ინფორმაციით, გუნდმა ქართველ უკანახაზელთან კონტრაქტი გაწყვიტა. სანაძის ნაცვლად, პისტოიამ, ჯეიმონ გორდონი აიყვანა.
შეგახსენებთ, რომ დუდა სანაძემ, გასულ თვეში, მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯინას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და მინიმუმ, აპრილამდე ვერ შესძლებს მოედანზე გასვლას. შესაბამისად იგი ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში, ჯერ ჯერობით ვერ დაეხმარება.
სანაძე, „ფლექს პისტოიაში“ გასული „ევრობასკეტის“ შემდეგ, სექტემბერში გადავიდა