დუდა სანაძე - ქორქმაზი მეუბნებოდა, რომ გასახდელში მნახავდა, მეგობარი ქვეყნები ვართ და ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩის მიმდინარეობისას სანაძესა და ქორქმაზს შორის ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგადაც მსაჯებმა ორივე კალათბურთელს დისკვალიფიკაცია მისცეს.

დუდა სანაძე:

„მე მას ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო, რაზეც მისი რეაქცია ძალიან გამიკვირდა, ჩვენ ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით, ქორქმაზი მეუბნებოდა, რომ გასახდელში მნახავდა. ჩვენ მეგობარი ქვეყნები ვართ და ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ იმ მომენტში ემოციებმა იმძლავრა და ეს ძალიან ცუდი ინციდენტი მოხდა“…

შეგახსენებთ, რომ საქართველომ თურქეთი ორ ოვერტაიმში 88:81 დაამარცხა.