დუდა სანაძე კვიპროსის ჩემპიონატის „ოლ სტარში“ - 11 ქულა და გამარჯვება ამერიკელ ლეგიონერებთან #1TVSPORT
დუდა სანაძე კვიპროსის ჩემპიონატის „ოლ სტარში“ - 11 ქულა და გამარჯვება ამერიკელ ლეგიონერებთან #1TVSPORT

მიუხედავად იმისა, რომ დუდა სანაძე კვიპროსის „ანორთოსისში“ ნოემბერში გადავიდა, გამოკითხვის შედეგად ამ ქვეყნის „ოლ-სტარის“ ხუთეულში მოხვდა.

ერთმანეთის წინააღმდეგ ევროპისა და ამერიკის ნაკრებები დადგნენ. პირველ გუნდში თამაშობდნენ კვიპროსელები და ევროპელი კალათბურთელები. მეორეში – კვიპროსში მოთამაშე ამერიკელი ლეგიონერები. გამარჯვება ევროპას დარჩა – 100:84.

როგორც ყველა „ოლ სტარი“ ეს მატჩიც გასართობი ხასიათისა იყო. გულშემატკივარმა იხილა კონცერტი და ეფექტური წარმოდგენა ჩატენვებში. შესაბამისად, საკალათბურთო შეხვედრის დრო ორჯერ შემცირდა – გუნდებმა 5-წუთიანი ოთხი მეოთხედი ითამაშეს. სულ 20 წუთი.

საკუთარ თამაშსა და შთაბეჭდილებებზე დუდა სანაძე მოგვითხრობს:

„ძალიან სასიამოვნო იყო ხუთეულში მოხვედრა. რადგან მატჩის დრო შემოკლებული იყო, 10 წუთი ვითამაშე და 11 ქულა მოვაგროვე. ჩავაგდე 3 სამქულიანი და ერთი ორიანი. საერთო ჯამში, ლამაზი წარმოდგენა გამოვიდა“.