დუბაიში ერთი თვის წინ გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ოჯახი დახმარებას ითხოვს  
დუბაიში ერთი თვის წინ გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ოჯახი დახმარებას ითხოვს  

დუბაიში ერთი თვის წინ გარდაცვლილი 57 წლის ქართველი მეზღვაურის, მალხაზ ნადარეიშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ცხედრის გადმოსვენებას ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება.

გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, რომ მეზღვაური დუბაიში საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.

ოლია ნადარეიშვილის ინფორმაციით, გემზე აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენელმა მიაწოდა, თუმცა აღნიშნული ვერსია მისთვის სარწმუნო არ არის.

დაღუპულის მეუღლე საქმის გამოძიებასა და ცხედრის დროულად გადმოსვენებას ითხოვს.

„მალხაზ ნადარეიშვილი გემზე მეორე მექანიკოსი იყო. 30 წელია ზღვაშია, გამოცდილი და ძალიან ფრთხილი ადამიანი იყო. ე.წ. ფრიონი აფეთქდა და დაიღუპაო. არ მჯერა ამ ვერსიის. გემი ამ დროს დუბაიში შედიოდა. როგორც ვიცი, მხოლოდ ჩემი მეუღლე დაიღუპა. მე კომპანიის წარმომადგენელმა შემატყობინა. ცხედარს როდის გადმოასვენებენ არ ვიცი, ვითხოვ დახმარებას“,- განაცხადა ოლია ნადარეიშვილმა.

მისი ინფორმაციით, შემთხვევა 12 ივლისს მოხდა.