დუბაიში ძლიერი აფეთქება მოხდა [ვიდეო]

00:55, 08.07.2021

დუბაიში ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა პორტში, ერთ-ერთ ხომალდზე მოხდა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ცეცხლი გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო ეკიპაჟები.

ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები. ასევე ჯერ არ არის ცნობილი აფეთქების გამომწვევი მიზეზი.

მსგავსი