დუბაიში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის
დუბაიში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის

დუბაიში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენიავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ქალაქში სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, რასაც რამდენიმე წუთში კიდევ ერთი აფეთქება მოჰყვა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. შავი კვამლი შენიშნეს ჯებელ ალის პორტის ტერიტორიაზეც.

მანამდე თავდასხმა განხორციელდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტზეც, რის შედეგადაც აეროპორტის ოთხი თანამშრომელი დაშავდა.