დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

00:03, 17.05.2019

დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. დაღუპულია ბორტზე მყოფი ოთხივე ადამიანი.

„ევრონიუსის“ ცნობით, გარდაცვლილთაგან სამი ბრიტანელი, ერთი კი სამხრეთ აფრიკელია.

მომხდარის გამო, დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაფერხა. კატასტროფის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი