დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა უსაფრთხოების მიზნით ყველა ოპერაცია დროებით შეაჩერა, მოგვიანებით კი ავიაკომპანია Emirates-მა მგზავრებს განუცხადა, რომ ფრენები განახლდება
დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა უსაფრთხოების მიზნით ყველა ოპერაცია დროებით შეაჩერა, მოგვიანებით კი ავიაკომპანია Emirates-მა მგზავრებს განუცხადა, რომ ფრენები განახლდება

დუბაის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების მიზნით ყველა ოპერაცია დროებით შეჩერებული იყო.

აეროპორტის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ეს გადაწყვეტილება „მგზავრების, აეროპორტის პერსონალისა და ავიაკომპანიის ეკიპაჟის უსაფრთხოებისთვის მიიღეს“.

მოგვიანებით ავიაკომპანია Emirates-მა განაცხადა, რომ ფრენები განახლდება და ჯავშნის მქონე მგზავრებს აეროპორტში გამოცხადება შეუძლიათ.

„Emirates განაგრძობს სიტუაციის მონიტორინგს და შესაბამისად შევიმუშავებთ ჩვენს ოპერაციულ გრაფიკს“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

მანამდე „ბიბისიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის მიერ გაშვებული რაკეტის ნამსხვრევები არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხელისუფლება ამას „მცირე ინციდენტს“ უწოდებს. მათ ასევე უარყვეს სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ დუბაის აეროპორტი დაზიანდა.