დუაით ჰოვარდი – საქართველოში ჩამოსვლას მოუთმენლად ველი #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში ახალი გუნდი, „ბლექ ფორტრესი“ ითამაშებს. კლუბი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა.
გადაწყვეტილია, რომ „ფორტრესში“ მომავალ სეზონში NBA-ს ჩემპიონი და „ოლ სტარის“ რვაგზის მონაწილე დუაით ჰოვარდი ითამაშებს.
სოცმედიაში გავრცელდა ჰოვარდის ვიდეო, რომელშიც ის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ემოციურად საუბრობს.
„„ბლექ ფორტრეს“, წავედით! მოვდივარ საქართველოში, რომ პოპულარიზაცია გავუწიო სპორტს, რომელიც ძალიან მიყვარს. მოუთმენლად ველი „ბლექ ფორტრესთან“ ერთად სეზონის დაწყებას. ჩვენ ყველაფერს დავანგრევთ. მინდა გითხრათ, რომ მოედანზე ბოლოჯერ მნახავთ. მე უკვე მზად ვარ, წავედით არენაზე“.