დრონებით თავდასხმის გამო „როსნეფტის“ სიზრანის და სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს
დრონებით თავდასხმის გამო რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ სიზრანის და სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.
მედიის ცნობით, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში რამდენიმე ობიექტი დაზიანდა, მათ შორის მთავარი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე დღეში 17 100 ტონაა.
მედიის ცნობით, მის შეკეთებას შესაძლოა, სულ მცირე, ერთი თვე დასჭირდეს. მედიის ინფორმაციით, ფუნქციონირება შეჩერებული აქვს სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც, რომელზე თავდასხმაც 8 სექტემბერს მოხდა, თუმცა მისი განახლების დასრულებამდე, ქარხანა კვლავ დაიბომბა.
„როიტერის“ ცნობით, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 8.5 მილიონი ტონა ნავთობია, ხოლო სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრე 7 მილიონი ტონაა.
ჯნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს წელიწადში დაახლოებით 15.5 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლიათ.