დრონების დაფიქსირების შესახებ შეტყობინებების გამო ბრიუსელისა და ლიეჟის აეროპორტებში ფრენები დროებით შეჩერდა
ბრიუსელისა და ლიეჟის აეროპორტებში ფრენები დროებით შეჩერდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზია დრონები, რომლებიც აღნიშნული ქალაქების საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს.
ბელგიაში საჰაერო მოძრაობის კონტროლზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის წარმომადგენლის, კურტ ვერვილიგენის განცხადებით, ბრიუსელის აეროპორტის ტერიტორიის თავზე დრონის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე შევიდა.
„უსაფრთხოების გამო მთელი საჰაერო მოძრაობა დროებით შეჩერდა“, – განაცხადა მან.
თავდაპირველად ბრიუსელის აეროპორტის რეისების ლიეჟში გადამისამართების შესახებ გამოცხადდა, მაგრამ ამ ქალაქის აეროპორტმაც მიიღო დრონების შესახებ შეტყობინება, შედეგად, ფრენები ორივე ქალაქში შეჩერდა.