დრონების დაფიქსირების შესახებ შეტყობინებების გამო ბრიუსელის აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა

11:00, 07.11.2025

დრონების დაფიქსირებასთან დაკავშირებული შეტყობინებების გამო ბრიუსელის აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

აეროპორტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 21:20 საათზე დაიხურა.

აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ, სულ მცირე, ერთი რეისი ამსტერდამის აეროპორტში გადამისამართდა.

მიმდინარე კვირაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა დრონების დაფიქსირების გამო ბრიუსელის აეროპორტი დაიხურა.

მსგავსი