დიმიტრი პესკოვი - დროის ფუჭად კარგვა არც პრეზიდენტ ტრამპს და არც პრეზიდენტ პუტინს არ სურთ, შეხვედრის ეფექტურობას მომზადება სჭირდება
დიმიტრი პესკოვი - დროის ფუჭად კარგვა არც პრეზიდენტ ტრამპს და არც პრეზიდენტ პუტინს არ სურთ, შეხვედრის ეფექტურობას მომზადება სჭირდება

პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი მიჩვეული არიან ეფექტურად მუშაობას, თუმცა ეფექტურობას ყოველთვის მომზადება სჭირდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტში დონალდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრის თარიღი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი და ამას დრო სჭირდება.

„დროის ფუჭად დაკარგვა არავის სურს, არც პრეზიდენტ ტრამპს და არც პრეზიდენტ პუტინს. შეხვედრის თარიღი ჯერ არ არის დადგენილი. ამისთვის საფუძვლიანი მომზადებაა საჭირო და ამას დრო სჭირდება“, – განაცხადა პესკოვმა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, უკრაინის სამშვიდობო პროცესი ჩიხშია და სიტუაცია რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების ჩარევას მოითხოვს.

„ამჟამინდელი პაუზა უმაღლეს დონეზე ჩარევას მოითხოვს. თუმცა ეს ჩარევა კარგად უნდა იყოს მომზადებული“, – განაცხადა პესკოვმა.