დროებითი მოთავსების იზოლატორებში გაკეთებული ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა 24-დან 120 საათამდე გაიზრდება
დროებითი მოთავსების იზოლატორებში გაკეთებული ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა 24-დან 120 საათამდე გაიზრდება

დროებითი მოთავსების იზოლატორებში გაკეთებული ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა 24-დან 120 საათამდე გაიზრდება, – აღნიშნულ ცვლილებას დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა ითვალისწინებს, რომლის პრეზენტაცია შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით გამართა.

დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ღონისძიების გატარება დაიწყო.

ამ გეგმის მიხედვით დაგეგმილია ინფრასტრუქტურის განვითარება, ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ელექტრონული ბაზის დახვეწა, იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდა, დაკავებულთა კვების გაუმჯობესება.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით უკვე დაიწყო სარემონტო სამუშაოები სხვადასხვა რეგიონში არსებულ იზოლატორებში.

ამავე გეგმით საწყის ეტაპზე ექვს მსხვილ იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის არსებული სისტემა ჩანაცვლდება ახლით.

თებერვლის ბოლოს განახლებული იზოლატორი გაიხსნება ახალქალაქში. ქვეყნის მასშტაბით ყველა იზოლატორში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო პერსონალი.

იმ პირებისთვის, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ორი ახალი დაწესებულება მოეწყობა.