დრის მერტენსი „ინტერში“ გადავა
დრის მერტენსი „ინტერში“ გადავა

ბელგიელი შემტევი დრის მერტენსი ახლოს არის „ნაპოლიდან“ „ინტერში“ გადასვლასთან. ამის მიზეზად გაზეთმა „კორიერე დელო სპორტმა”“ დაასახელა მერტენსის კონფლიქტი ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობასთან.

მერტენსის კონტრაქტი „ნაპოლისთან“ ამ სეზონის შემდეგ იწურება და კლუბი არ აპირებს ბელგიელისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას. „ინტერთან“ კი გაფორმდება კონტრაქტი „2+1“ სქემით, ყოველწლიური ხელფასი ექვსი მილიონი ევრო იქნება.

გარდა ამისა, მილანურ კლუბთან ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება პუნქტი, რომ „ინტერის“ შემდეგ, ბელგიელს შეეძლება კარიერის გაგრძელება ჩინეთში, კერძოდ, კლუბ „ჟიანსუ სუნინში“.