„დრიმლენდ ოაზისი ჩაქვი“ სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს კარანტინისთვის უსასყიდლოდ უმასპინძლებს
„დრიმლენდ ოაზისი ჩაქვი“ სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს კარანტინისთვის უსასყიდლოდ უმასპინძლებს

„დრიმლენდ ოაზისი ჩაქვის“ დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, სასტუმრო სრული მომსახურების პაკეტით უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკარანტინე მიზნებისთვის, სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების განსათავსებლად.

სასტუმრო კომპლექსის მენეჯმენტი, „დრიმლენდ ოაზისის“ შესაბამისი მომსახურების სტანდარტითა და სამჯერადი კვებით, სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს სამშობლოში დაბრუნებულ თითოეულ მოქალაქეს.

„მიუხედავად ტურიზმის სექტორში არსებული რთული ფინანსური მდგომარეობისა, ჩვენი 200 მუდმივი თანამშრომლიდან არც ერთი არ გაგვითავისუფლებია და ასევე არც ერთი არ გაგვიშვია უხელფასო შვებულებაში, რომლებიც თავის მხრივ მზად არიან თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობა პირნათლად შეასრულონ ქვეყნის წინაშე, რისთვისაც თითოეულ მათგანს ვაფასებთ და ვუხდით დიდ მადლობას.

კომპანია ასევე აგრძელებს დაწყებული დეველოპერული სამშენებლო პროექტების წარმოებას, რომლებიც დასრულებული იქნება საზაფხულო სეზონის დაწყებამდე და განაგრძობს ინვესტიციების განხორციელებას მიმდინარე პროექტებში, სადაც დამატებით 300 ადამიანია დასაქმებული და იღებს სრულ კუთვნილ ანაზღაურებას“, – აცხადებენ სასტუმროს მენეჯმენტში.