დრეზდენში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა წელს საქართველოა
დრეზდენში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა წელს საქართველოა

დრეზდენში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს, რომლის ფოკუსქვეყანაც წელს საქართველოა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ფესტივალის კინოპროგრამაშია თამთა გაბრიჩიძის „სოვდაგარი”, მარგო ზუბაშვილის “ანა / იძინებს მზე”, დეა კულუმბეგაშვილის „უხილავი სივრცეები”, ალექსანდრე კობერიძის “ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული”, დავით მესხის და სალომე მაჩაიძის „ურბანული კოლაფსი” და ზაზა რუსაძის „ნაკეცები და ბზარები”.

საბავშვო პროგრამაში კი ნაჩვენები იქნება ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი”.

დრეზდენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი 22 აპრილს დაიხურება.