დრეზდენში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო ევაკუაცია მიმდინარეობს

13:04, 23.05.2018

გერმანიის ქალაქ დრეზდენის ცენტრში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

როგორც გამოცემა Spiegel-ი წერს, 250-კილოგრამიანი ბრიტანული ბომბი სამშენებლო სამუშაოების დროს ნახეს.

ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფა ადგილზევე იგეგმება.  საგანგებო სამსახურმა 400 მეტრის რადიუსში მდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაციის განკარგულება გასცა. ევაკუაცია ხორციელდება მოხუცთა თავშესაფრიდანაც. უსაფრთხო ადგილას სულ 8 700-მდე ადამიანი უნდა გადაიყვანონ.

მსგავსი