ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. მათ შორის არის კევინ დურანტი, რომელსაც ინფექცია გუშინ დაუდგინეს. ამ ამბავმა თვითიზოლაცია აუცილებლობა გახადა რამდენიმე ადამიანისთვის, მათ შორის რეპერ დრეიკისთვისაც, რომელსაც 10 მარტს კევინ დურანტთან ჰქონდა კავშირი. როგორც ჩანს, მუსიკოსი ამბავს საკმაოდ სერიოზულად მოეკიდა და 14 დღიანი თვითიზოლაცია გადაწყვიტა.
გუშინ „ბრუკლინმა” გამოაცხადა, რომ კევინ დურანტთან ერთად COVID 19-ის ვირუსით დურანტის გარდა „ნეთსის“ კიდევ 3 კალათბურთელია დაინფიცირებული. წინასწარი ინფორმაციით კევინ დურანტს არავითარი სიმპტომები არ აღენიშნება და ის თავს კარგად გრძნობს.