დრამატული მატჩი გორში - შვიდი გოლი „დილასა“ და „სამგურალის“ შეხვედრაში #1TVSPORT
დრამატული მატჩი გორში - შვიდი გოლი „დილასა“ და „სამგურალის“ შეხვედრაში #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-16 ტური გორში გამართული შეხვედრით დაიწყო – „დილამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და უხვგოლიანი დაპირისპირება 4:3 მოიგო.

თამაში „სამგურალისთვის“ სასურველი სცენარით დაიწყო. „დილას“ კარში ორი პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯერ გიორგი ფანცულაიამ გამოიყენა, შემდეგ კი – ლუკა ხორხელმა და, ერთი შეხედვით, სტუმრებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

მაგრამ გორელებმა ჟან-მარკ ტიბუეს და ოთარ ფარულავას ზუსტი დარტყმებით შესვენებამდე წონასწორობა აღადგინეს, ხოლო არუნა უატარას და აბუბაქარ კონტეს (85 წუთზე) გოლებით წინ გავიდნენ. საბოლოო ანგარიში სტუმართა შემტევმა, ლუკა ხორხელმა დააფიქსირა, დუბლიც შეასრულა, მაგრამ „სამგურალმა“ თამაში ვეღარ გადაარჩინა.

16 ტურის შემდეგ გორის „დილა“ 32 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „იბერიასთან“ (38 ქულა) ჩამორჩენა შეამცირა. „სამგურალი“ (12 ქულა) კი მე-9 ადგილზე დარჩა.