დორტმუნდთან წაგების შემდეგ, ფრანკ რიბერიმ ჟურნალისტს ხელი გაარტყა
დორტმუნდთან წაგების შემდეგ, ფრანკ რიბერიმ ჟურნალისტს ხელი გაარტყა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ვერ გააკონტროლა ემოციები ბუნდესლიგის მე-11 ტურში „დორტმუნდთან“ 2:3 წაგების შემდეგ და ხელი გაარტყა beIN Sports-ის ჟურნალისტს პატრიკ გიუის.

ვეტერანმა ფეხბურთელმა თანამემამულე ჟურნალისტისგან კრიტიკა მიიღო, რითაც ძალიან უკმაყოფილო დარჩა, – იტყობინება გაზეთი Bild.

ლიდერმა „დორტმუნდმა“ პირველი წრის მთავარი მატჩის მოგების შემდეგ, შვიდ ქულამდე გაზარდა „ბაიერნთან“ უპირატესობა, რომელიც მესამე ადგილზეა.