„დორტმუნდმა“ შიურლესთან კონტრაქტი გაწყვიტა
„დორტმუნდმა“ შიურლესთან კონტრაქტი გაწყვიტა

„დორტმუნუდის“ ხელმძღვანელობამ ნახევარმცველ ანდრე შიურლესთან ხელშეკრულება გაწყვიტა, – ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შიურლეს კონტრაქტი დორტმუნდელებთან 2021 წლამდე იყო ძალაში, მაგრამ გერმანულმა მხარემ ფეხბურთელთან მოლაპარაკების შემდეგ, ხელშეკრულება შეაჩერა და ანდრს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭა.

„დორტმუნდში“ შიურლე 2016 წელს „ვოლფსბურგიდან“ გადავიდა და ეს ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაჯდა.

2019/20 წლების სეზონში 29 წლის ფეხბურთელი „სპარტაკში“ იჯარის წესით ასპარეზობდა, თუმცა მოსკოვური გუნდი პანდემიის დაწყებისთანავე დატოვა.

ანდრე შიურლემ „დორტმუნდის“ შემადგენლობაში სულ 51 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.