დორტმუნდის „ბორუსიამ“ „მონტერეი“ დაამარცხა და მეოთხედფინალში „რეალს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დორტმუნდის „ბორუსიისა“ და მექსიკის „მონტერეის“ მატჩით დასრულდა მერვედფინალური ეტაპი. ბოლო დღეს სენსაცია არ მომხდარა – „რეალმა“ „იუვენტუსს“ სძლია, ხოლო „ბორუსიამ“ „მონტერეის“ 2:1 აჯობა.
განელი სერუ გირასის დუბლით გერმანელები პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ. მეორე ნახევრის დასაწყისში ერთი გოლი კი გაუშვეს (ბერტრამი, 48-ე წუთი), თუმცა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.
მეოთხედფინალში დორტმუნდის „ბორუსია“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.
1/4-ფინალი
„ფლუმინენსე“ – „ალ ჰილალი“ | 4 ივლისი, 23:00 საათი
„პალმეირასი“ – „ჩელსი“ | 5 ივლისი, 05:00 საათი
პსჟ – „ბაიერნი“ | 5 ივლისი, 20:00 საათი
„რეალი“ – „დორტმუნდი“ | 6 ივლისი, 00:00 საათი
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა მატჩის ხილვა პირველ არხზე შეგიძლიათ.